fbpx

DRIVE: საქართველოში ციფრულად მოწყვლადი ჯგუფების კვლევა და რეკომენდაციები

Georgia
E-democracy
Countries
Georgia
Domains
E-democracy
Duration
2022
Project manager
Funded by

პროექტის “DRIVE: ციფრულად მოწყვლადი მოქალაქეების საჭიროებების კვლევა“ ფარგლებში, ექსპერტებმა eGA-დან და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან (IDFI) (საქართველო) მოამზადეს ანგარიში ციფრული მოწყვლადობის შესახებ, რაც დაეხმარებათ საჯარო დაწესებულებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, გაუმკლავდნენ ციფრულ გამოწვევებს.

თუ თქვენ:

  • მუშაობთ ან სხვადასხვა ჯგუფებს ეხმარებით ციფრული წიგნიერების და უნარ-ჩვევების გამომუშავებაში
  • მუშაობთ ახალგაზრდებთან და/ან ასაკოვან ადამიანებთან, როგორც თქვენ სამიზნე ჯგუფებთან და დაინტერესებულ მხარეებთან
  • მუშაობთ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისა და სერვისების განვითარების საკითხებზე
  • იყენებთ ციფრულ საშუალებებს/გადაწყვეტებს მეტი ადამიანის ჩართულობის უზრუნველსაყოფად და მომსახურებისთვის
  • ხართ დონორი, რომელიც ეძებს მახვილ იდეებსა და პროექტებს.

შეგიძლიათ გაეცნოთ ციფრულ მოწყვლადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომელსაც ადამიანები აწყდებიან, და რა უნდა გაკეთდეს ამის შესაცვლელად.

ციფრულად მოწყვლად ჯგუფებს (DVG)  მიეკუთვნებიან ის ჯგუფები, რომელთა ციფრული ჩართულობა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, და ელექტრონულ სერვისებზე წვდომა შეფერხებულია ციფრული საკითხების შესახებ ინფორმირებულობის, ტექნოლოგიური შესაძლებლობების ან/და ციფრული წიგნიერების და უნარების ნაკლებობით. ეს ბარიერები (დემოგრაფიული, ეკონომიკური, სოციალური და ა.შ.) ადამიანებს ციფრული ტრანსფორმაციის სარგებლის მიღებაში უშლის ხელს, რაც უარყოფითად აისახება მათ უფლებებზე, ინტერესებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ანგარიშში წარმოდგენილია კვლევითი აქტივობები, რომლებიც საქართველოში არსებული ციფრულად მოწყვლადი ჯგუფების (DVG) დაუცველობის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებაზეა ორიენტირებული. პირველ ნაწილში წარმოდგენილი ციფრულად მოწყვლადი ჯგუფების წინასწარი შეფასება სამაგიდო კვლევას ეყრდნობა. ხოლო, მეორე ნაწილში წარმოდგენილია დარგის ქართველ ექსპერტებთან ჩატარებული ხარისხობრივი ინტერვიუების ანალიზი. აგრეთვე საკითხის ექსპერტების მოსაზრებებსა და ავტორების ანალიზზე დაყრდნობით, შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის შემუშავებულია რეკომენდაციები.

ანგარიში წარმოადგენს ერთობლივ ნამუშევარს: მოამზადა ფედერიკო პლანტერამ, კრისტინა მანდის და კრისტინა რეინსალუს (eGA) მიერ ჩატარებულ ინტერვიუებზე დაყრდნობით. კვლევის მეთოდოლოგიას კოორდინაციას უწევდა კრისტინა რეინსალუ, ხოლო პროცესში ჩართული იყო კატრინ ნიმან-მეტკალფი (eGA). ქართველმა პარტნიორებმა, თეონა ტურაშვილმა და დავით ერისთავმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან (IDFI), თავიანთი წვლილი შეიტანეს ერთობლივი პროექტის ყველა აღნიშნულ ფაზაში. ანგარიშს რედაქტირება გაუკეთა რადუ სერანომ, ხოლო დიზაინი მოამზადა სერგი ბურავჩენკომ.

გარდა ამისა, მომზადდა ციფრულად მოწყვლადი ჯგუფების ანგარიში  უკრაინის შესახებ.

პროექტ DRIVE-ის მიზანია უკრაინასა და საქართველოში მოწყვლად მოქალაქეთა ჯგუფებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, საჭირო პირობების შექმნით, ცნობიერების ამაღლებით და უნარ-ჩვევების განვითარებით, რათა მათ შეძლონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ციფრულად ჩართვა და ჰქონდეთ სერვისებზე ციფრული წვდომა. პროექტი ხორციელდება Luminate-ის მხარდაჭერით.